გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 19 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტზე, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა 49 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის შეფასებით, ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება.