ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, უკრაინის მიერ კონტრშეტევის განხორციელების ვარიანტების სიმრავლეზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ.
დანილოვის განცხადებით, სამხედრო გეგმები მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ისინი შესაბამისი გზით დამტკიცდება. მისივე თქმით, კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინამ 1991 წლის მდგომარეობის ჩათვლით საკუთარი ტერიტორიები სრულად უნდა გაათავისუფლოს.