ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 ტალღას იწყებს. ევროპული გაერთიანების სანქციების მორიგი პაკეტი მათ შორის რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდების შეჩერებისკენ იქნება მიმართული.
ევროკომისარ მეირიდ მაკგინესის თქმით, ბრიუსელი შეეცდება, რომ სანქციების ეფექტურად განხორციელება უზრუნველყოს და ფიზიკურმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა მათი გვერდის ავლა ვერ შეძლონ. მისივე თქმით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლაზე საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს და ამ ფაქტზე ევროკავშირის ქმედითი ნაბიჯები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.