იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინფორმაციით, სამმა მოსამართლემ შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა. გვრიტიშვილი წერს რომ ამის მიზეზი მოსამართლეების მხრიდან კოლეგების მიმართ სოლიდარობის გამოცხადება იყო. მოსამართლეების მხრიდან სასწავლო ვიზიტზე უარის თქმა ოპოზიციამ უკვე შეაფასა, როგორც სავარაუდო ზეწოლა, თუმცა ამ პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებს მმართველი პარტია. ვინ არიან მოსამართლეები, რომლემბმაც დასაქნცირებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და იტყვიან თუ არა პროგრამაში მონაწილეობაზე უარს სხვა მოსამართლეებიც.