„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები აშშ-ის საელჩოს სასამართლო სისტემაში შეღწევაში ადანაშაულებენ - Palitra News

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები აშშ-ის საელჩოს სასამართლო სისტემაში შეღწევაში ადანაშაულებენ

2023-04-13 17:02:33+04:00

აშშ-ის საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს – განცხადებას „ხალხის ძალა“ ავრცელებს. ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები თვლიან, რომ მოსამართლეების დასანქცირება სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა.