სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 11 აპრილს, სიუნიქის რაიონში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
ბოლო მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას სომხეთის მხარეს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულია 3 სამხედრო. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ისინი აზერბაიჯანს ნაღმმტყორცნის გამოყენებაში ადანაშაულოებენ. ოფიციალური ბაქო კი ცეცხლის გახსნაში ბრალს სომხეთს სდებს.