შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. 3 თვეში ქვეყნის საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
შსს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკით, იანვარი-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 3 574 595-ჯერ განხორციელდა, რაც შემოსვლა+გასვლის ჯამური მაჩვენებელია. მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 732 738-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 171 133 მოქალაქე საქართველოში გავლით იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.