გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 32 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა ბახმუტზეა კონცენტრირებული.