თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ორკვირიანი სწავლების მიზანი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავსებადობის გაზრდა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონთან სრულფასოვანი წევრის სტატუსის მოპოვება იყო.