ცნობილი ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანი "ნათება" - Palitra News

ცნობილი ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანი "ნათება"

2023-04-13 10:06:06+04:00

"ნათება", ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1977 წელს გამომცელობა Doubleday- ს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე გამოიცა.

წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა მწერალი ჯეკ ტორანსია, რომელიც ახალი სამუშაოს დასაწყებად ოვერლოკის სამთო სასტუმროში მიემგზავრება ცოლ-შვილთან , ვენდისთან და დენისთან ერთად. სასტუმრო “ოვერლუკი” ძალიან ძველი სასტუმროა და ძალიან ლამაზი, 110 ოთახით, სათამაშო მოედნით, საპრეზიდენტო ნომრით სადაც ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ.

ეს დიდებული სასტუმრო საიდუენდერში მდებარეობს, მთებში სადაც ზამთარში დიდი თოვლი იცის და კეტავს გზებს. სასტუმროში კი ამ დროს არავინ არ არის გარდა ზედამხედველისა. სწორედ ამ ზედამხედველის პოსტის დასაკავებლად მიდის ჯეკ ტორანსი. საიდუენდერში ზამთარი ნოემბრიდან იწყება და 15 აპრილამდე სასტუმროსთვის სეზონი დახურულია. ჯეკმა და მისმა ოჯახმა სასტუმრო “ოვერლუკში” მთელი ექვსი თვე უნდა გაატარონ , რომელსაც არც ისე პატარა წარსული აქვს , მაგრამ მასში განვითარებული უცნაური მოვლენების გამო ადგილობრივები ეჭვის თვალით უყურებენ.

პატარა დენი ნათელის სახელით ცნობილი ზებუნებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. მას შეუძლია ადამიანების აზრების წაკითხვა, წარსულში მომხდარი მოვლენების დანახვა და მომავლის განჭვრეტაც კი . სასტუმროში გადმოსვლიდან მალევე, მას შემდეგ რაც მას მომსახურე პერსონალი ტოვებს, ოჯახის ირგვლივ იწყება უცნაური მოვლენები და დენი იწყებს სასტუმროს ნამდვილი სახის დანახვას, რომელსაც თვალს ადევნებენ წარსულის აჩრდილები.

წიგნი გამოცემიდან მალევე იქცა ბესტსელერად. მან კინგი საშინელებათა ჟანრის საუკეთესო ავტორთა სიაშიც შეიყვანა.

როგორ ცნობილია ,წიგნის მოქმედების ადგილიც და პერსონაჟებიც ავტორის პირად გამოცდილებასა და ბიოგრაფიას ეყრდნობა, დაწყებული სტენლის სასტუმროში ყოფნით 1974 წელს და დასრულებული ალკოჰოლიზმის პრობლემით.

სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.

მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.

„ნათების“ მიხედვით 1980 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

სტენლი კუბრიკის რეჟისორობით , სადაც მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. „ნათება“ არის პირველი წიგნი კინგის ნაწარმოებთაგან, რომლის ეკრანიზაციაც მოხდა.

წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე: https://palitral.ge/