ტოიოტა კოროლა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
2023 წლის კოროლა (Corolla) და სრულიად ახალი კოროლა ქროსი (Corolla Cross) უკვე საქართველოშია და მათი შეძენა "ტოიოტას" ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმშია შესაძლებელი.
ახალი ავტომობილები ტოიოტა კავკასიამ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს აჭარის რეგიონში წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებმა ახალი ავტომობილები თავად გამოსცადეს გზის განსხვავებულ მონაკვეთებზე, რათა საკუთარ თავზე გამოეცადათ ყველა ის გაუმჯობესება თუ სიახლე, რასაც ტოიოტა 2023 წელს ამ ავტომობილებში გვთავაზობს.