საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეობა მის ვასალობას არ ნიშნავს. მისი თქმით, იყოს აშშ-ის მოკავშირე არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად იფიქროს. მაკრონის თქმით, ტაივანში "სტატუს კვოს" მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერაში არაფერი შეცვლილა და პარიზი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩართვა.
მისმა კომენტარებმა ევროპასა და აშშ-ში პოლიტიკოსებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.