ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი "თსუ" საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში თსუ-მ ბათუმის „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 78:76 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი თსუ-ელი კორი ბოუენი დასახელდა.
„თსუ“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა, უნივერსიტეტის გუნდი პირველად თასის მფლობელი 2006 წელს გახდა.