გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია დღეს პოლონეთის საელჩოსთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორი, "პროფესიული კავშირების გაერთიანება" იყო, რომელმაც პოლონეთის საელჩოში წერილი შეიტანა. წერილში ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. რამდენიმე კვირაა, ანაზღაურების მოთხოვნით გერმანიაში 50-მდე ქართველი მძღოლია გაფიცული. მათი დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა.