სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.