საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა დახურულ კარს მიღმა ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც ომბუდსმენის ინსტიტუტს პარლამენტის მიმართ აქვს. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებულ მედიის მუშაობის წესსაც, რომელიც ბოლო პერიოდში ბრალდებების საფუძველი გახდა. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საპარლამენტო მუშაობაში სახალხო დამცველის ჩართულობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.