ვითხოვთ Credit Swiss-ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - მათი მიზანია, დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. შესაძლოა, რაღაც ინტერესები და იმედი ჰქონდეთ, რომ ამ დროში შეიძლება თეორიულად მოხდეს ისეთი, რამ, რაც მათ სასარგებლოდ შემოატრიალებს სიტუაციას. ცხადია და ნათელია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს, ზოგ შემთხვევაში კი დანაშაულებრივს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ბიზნეს პალიტრაში" განაცხადა.
იხილეთ სრულად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ექსკლუზიური ინტერვიუ