ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი პირველ შეხვედრაში თანამემამულე მილანს ესტუმრება. ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ და რამდენიმე კვირის წინ სერია A-ში ითამაშეს. ნეაპოლიტანელები მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში არიან და იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, მსგავსი წარმატებითვე ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზეც, თუმცა ბოლო შეხვედრებში მოხშირებული ტრავმების გამო, იმდენად შედეგიანი ვეღარ იყო, რასაც მათგან გულშემატკივარი შეეჩვია. რაც შეეხება მილანს, როსონერის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და ისიც ნაპოლისთან 4-0. მილანელები მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაშით გამოირჩევიან. ორივე გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება, ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე ვერ დაეხმარებიან, მილანს კი კალულუ და იბრაგიმოვიჩი დააკლდება.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდებიან, ზედიზედ მესამე სეზონია ეს გუნდები ერთმანეთს ამ ტურნირზე ხვდებიან, ერთხელ ჩელსიმ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა ერთხელ კი მადრიდის რეალმა, აღსანიშნავია ისიც, რომ ის გუნდი, რომელიც ამ წყვილიდან გადის, შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც იგებს. რეალი ლა ლიგა-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოშორდა და მთლიანად ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასის მოგებისკენ გადაერთო, რაც შეეხება ჩელსის, ლონდონელებს მიმდინარე სეზონშ მეოთხე მთავარი მწვრთნელი ყავთ, რაც მათ არასტაბილურ თამაშზე მეტყვლებს. რეალს ერთადერთი ფეხბურთელი ფერლანდ მენდი დააკლდება, რაც შეეხება ჩელსის, ინგლისელებს ობამეიანგი, ტიაგო სილვა, მეისონ მაუნტი და ასპილიკუეტა ვერ დაეხმარებიან.