ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ბენფიკამ მილანის ინტერს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. პირველ ნახევარში გულშემატკივარმა რეალური საგოლე მომენტები ვერ იხილა, ინტერი დაცვაში კარგად თამაშობდა და მოედნის ცენტრში ბოლომდე იბრძოდა, მეორე ტაიმში კი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი იხილა გულშემატკივარმა. შეხვედრის 51-ე წუთზე ბასტონის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ზუსტად ითამაშა ნიკოლო ბარელა, რომელმაც ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში მსგავსი შანსი შეექმნა დუმფრისსაც, თუმცა ნიდერლანდელს მეკარემ აჯობა. ბენფიკა ბურთს ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის მსგავსად ინტერი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს სხვაობის ორამდე გაზრდა მაინც მოახერხეს, 82-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს გუნდები ერთმანეთს განემრებით შეხვედრაში 1 კვირაში სან სიროზე შეხვდებიან.