საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პოლონეთში ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა, კონკრეტულად კი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ერთად პოლონეთში უკვე იმყოფებიან. ისინი პირადად მიიღებენ სააკაშვილისთვის განკუთვნილ ჯილდოს.ქართველი პოლიტიკოსები ამ საკითხს უკვე გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნებისთვის“ ყოფილი პრეზიდენტისთვის ამ პრიზის გადაცემა კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ჯილდოს გადაცემა ნაწილობრივ გამართლებულია.