პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩაშლას, რომელიც ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძის ქვეყნის დატოვებას უკავშირდება, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოპოზიციის ქმედებას გამოგონილ ისტერიკას უწოდებს. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში ვიზიტი 10 დღით ადრე იყო დაგეგმილი.