საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს, ანუ 11 მლნ დოლარს, 9.3%-ით აღემატება.
გასულ წელს ქვეყნიდან სულ 5 ათას 171 ტონა სანელებლები (კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებელი გავიდა ექსპორტზე, მთავარი საექსპორტო ბაზრები კი ჩინეთი, რუსეთი და უკრაინაა.