უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმმა გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე.
ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 179 320-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები 3 700-მდე ტანკს, 7 000 ჯავშანტექნიკას, 2 800-მდე ერთეულ საარტილერიო სისტემას მოიცავს.