დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ სოციალური ქსელები, მთავარი წამყვანი პლათფორმებია, რომელთან მიბმულია როგორც ცნობადობის გაზრდა, ბიზნესი, კომუნიკაციები, სამსახური და ა.შ. ამიტომ მის გარეშე ყოფნა უმეტესობას ძალიან გვერთულება.
მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიდან თუმრე, საკმაოდ ბევრ მათგანს, არ ხიბლავს სოც ქსელები და საერთოდ არ იყენებენ, ან ყავთ მენეჯერი რომელიც მათ გვერდებს უბრალოდ მართავს.
მათ რიგებშია სკარლეტ იოჰანსონიც, რომელსაც სოციალური ქსელები არ მოსწონს და არც აპირებს რომ ჰქონდეს.
„სიმართლე რომ ვთქვა, სოციალური ქსელებისთვის ზედმეტად სათუთი ვარ. არ შემიძლია. ჩემი ეგო ზედმეტად სათუთია. ჩემი ტვინიც სათუთია. ნაზი ყვავილივით ვარ" განაცხადა მსახიობმა ინტერვიუს დროს.
სკარლეტის თქმით, სოციალურ ქსელებში საკუთარ თავზე კომენტარების წაკითხვა მის შფოთვას კიდევ უფრო გაუმძაფრებს. როგორც ამბობს, 3 დღით ანგარიში შექმნა და ინტერნეტს ზედმეტად მიეჯაჭვა. ერთხელ 20 წუთი სრულიად უცხო ადამიანის ანგარიშზე გაატარა და უკვე საკუთარი ცხოვრების სხვებთან შედარება დაიწყო. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ყოფნა მისთვის სასარგებლო არ იქნება.