პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და ე.წ ჩრდილოვან მმართველობაზე წერს. მისი თქმით, რაც ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობაში ბოლო წლებში, იგივე მოისურვა დავით კეზერაშვილმა პარტია "ევროპულ საქართველოსთანაც".
"რომან გოცირიძე, რომელიც ნაცმოძრაობას 2016 წელს შეუერთდა და 2023 წელს დატოვა ამ პარტიის ჩრდილოვან მართვას ადასტურებს - გადაწყვეტილებები პარტიაში არასდროს მიიღებოდაო.2013-2016 წლებში მიიღებოდა.
როცა მაგ პარტიაში ბოკერია იყო, გადაწყვეტილებებს იღებდა პოლიტსაბჭო.
მიშა ხშირად აგებდა კენჭისყრებს (ზურა ჯაფარიძე მისი წინააღმდეგობის მიუხედავად აირჩიეს- მიშას ვაშაძე უნდოდა, სერგო რატიანის არჩევის დროსაც ვაშაძეს უჭერდა მხარს და წააგო, სიის ფორმირების წესზე კენჭისყრაც წააგო).
უბრალოდ, პარტიის დემოკრატიული მართვა, როცა ყველას ერთი ხმა აქვს და გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება, მიშასთვის პარტიის ახევად მოინათლა, პარტია დაიშალა, რაც გადარჩა მთლიანად მიშას ახირებებზე გადაეწყო და ახლა იქ არიან, სადაც არიან.
იგივე მოხდა ევროპულ საქართველოში - 2018 წელს, კეზერაშვილმა გადაწყვიტა დემოკრატიული წესების გვერდის ავლით, ამ პარტიის ჩრდილოვანი მართვა რაც კონფლიქტით და 2021 წელს პარტიის hostile takeover-ის მცდელობით და გიგასთვის “ოქროს პარაშუტის” შეთავაზებით დასრულდა და ის მოხდა, რაც მოხდა.ახლა ნელნელა ყველაფერს ნათელი ეფინება და ჩრდილოვანი გოდოლი აუცილებლად ჩამოინგრევა.ევროპული საქართველო იქნება დემოკრატიული, შინაარსით შეკრული და ძლიერი პარტია," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი