აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ კანონპროექტი სენატმა გასულ თვეში 68 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღო, მოგვიანებით კი მას წარმომდგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი.
ამასთან, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ 11 მაისამდე ძალაში რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს უამრავი ამერიკელი უფასო ტესტებით, მკურნალობითა და ვაქცინებით.