ერთ ბოკალ ღვინოს შეუძლია ვახშამი გააუმჯობესოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ, რომ ალკოჰოლის ძალა უკეთესად გამოჩნდება კერძის მომზადების პროცესში. ალკოჰოლს გააჩნია უნარი, შეცვალოს გემო ისევე, როგორც მარილმა და სანელებლებმა და ამასთანავე შეცვალოს პროდუქტების სტრუქტურა.
ალკოჰოლი, როგორც სატრანსპორტო საშუალება სუნებისათვის
დავარგებული კონიაკის ან ვისკის ბოთლის გახსნისთანავე ვიგრძნობთ ფაქიზ არომატს, რომელშიც შერწყმულია ხილისა და ყვავილების ტონები, კვამლისა და კარამელის სურნელება. რადგან სპირტის მოლეკულები მფრინავი, ჰაეროვანი და ადვილად აორთქლებადია, მათ ჩვენამდე მოაქვთ სასმლის არომატი.
ალკოჰოლი, როგორც ცხიმებისა და წყლის დამაკავშირებელი
ალკოჰოლი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, რომლის ზემოქმედება ცხიმის მოლეკულებზე ისეთივეა, როგორც წყლის მოლეკულებზე. ამ შემთხვევაში სპირტი აკავშირებს გემოვნურ და ყნოსვით რეცეპტორებს. ეს აუცილებელია, რადგან ერთ-ერთი რეცეპტორის გამოთიშვით ვერ ვიგრძნობთ სრულად არომატსა და გემოს. მაგალითად, თუ ცხვირი გაჭედილია და ვერ ვსუნთქავთ, ვერ ვგრძნობთ საჭმლის გემოს.
ალკოჰოლს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს არა მარტო ცხიმებზე, არამედ წყალზეც. ამის ნათელი დადასტურებაა მარინადები. ამ შემთხვევაში ალკოჰოლი ეხმარება, რომ ხორცმა შეიწოვოს მარინადი. სულ ერთი სუფრის კოვზი არაყია საჭირო მარინადში ჩასამატებლად, რომ გაძლიერდეს ხორცის ან თევზის გამოყვანის პროცესი.
იგივე პრინციპი მუშაობს, როცა ხორცი მზადდება ღვინოსთან, ლუდთან ან სხვა ძლიერ ალკოჰოლთან ერთად. წყალი, რომელშიც იშუშება ხორცი, ალკოჰოლთან ერთად ცვლის ხორცის სტრუქტურას, ხორცი ხდება უფრო რბილი და წვნიანი, ამასთანავე დავუმატოთ ახალი გემოები... განაგრძე კითხვა