მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. ოპოზიციის მტკიცებით, კანცელარიასთან სკვერის მოწყობა ისე დაიწყო, რომ მერიისგან ოფიციალური ნებართვა გაცემული არ ყოფილა. როგორც დღეს თბილისის ვიცე-მერმა განმარტა, თანმხმობას მერია მალე გასცემს.