XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურების გზას დადგა. ქვეყანაში სამოქალაქო ომთან ერთად, ჩაის პლანტაციების გაჩანაგებაც დაიწყო და ფაქტობირვად, ეს ინდუსტრია, ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ჩაკვდა. მრავალი წლის შემდეგ კი, კვლავ აღდგა გურიასა და სამეგრელოში პლანტაციების გაშენება და ქართული ჩაი განვითარების გზას დაადგა. ახლა კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩაის ინდუსტრია საქართველოში, წლიდან წლამდე ვითარდება.
კომპანია „მანნა“, რომელიც ქართული ჩაისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს, საექსპორტო ბაზრებს აფართოებს და პროდუქციის ატანას გალფის ქვეყნებსა და აშშ-ში გეგმავს. ამჟამად, „მანნას“ წარმოების 75% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, 25%-კი ექსპორტზე ევროპის მიმართულებით გადის.
კომპანიის გეგმებსა და ზოგადად, ჩაის ინდუსტრიაში არსებულ ამჟამინდელ ვითარებაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია კომპანია "მანნას" დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია