ისრაელის არმიამ სირიაში სხვადასხვა ადგილას განთავსებული სარაკეტო სისტემები დაბომბა. ისრაელის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლების განცხადებით, სამიზნე ის ადგილები გახდა საიდანაც გოლანის მაღლობების მიმართულებით რაკეტები იქნა გაშვებული.
ისრაელის სამხედროებმა სირიის არმიის კომპლექსის, სამხედრო სარადარო სისტემებისა და საარტილერიო პუნქტების წინააღმდეგ არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.მედიის ინფორმაციით, გოლანის მაღლობების სამხრეთით სამი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ორი დაუსახლებელ ადგილას დაეცა, მესამე კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.