კეტი პერის გამამხნევებელი ჩახუტება და ნუცა ბუზალაძის მორიგი საოცარი შესრულება ჰოლივუდში - რას წერს American Idol? - Palitra News

კეტი პერის გამამხნევებელი ჩახუტება და ნუცა ბუზალაძის მორიგი საოცარი შესრულება ჰოლივუდში - რას წერს American Idol?

2023-04-10 10:47:51+04:00

“ტოპ 24 ამერიკის ვარსკვლავში!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე, განსაკუთრებით, როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში…

მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება“ - წერს ნუცა ბუზალაძე და ამერიკულ "ტალანტ-შოუში" თავისი მორიგი ვარსკვლავური გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.

“ნუცა ძალიან ამაყობს, რომ წარმოადგენს თავის სამშობლოს - საქართველოს, როგორც თავად უწოდებს, American Idol-ის ამ "ცხოვრების შემცვლელ" მოგზაურობაში.“ - წერს American Idol-ი.

ნუცა ტოპ-24 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა და მომდევნო ტურში გადავიდა.