ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე ბეტისს ესტუმრა და ოვერტაიმში ანგარიშით 76:80 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 10-ვე საჯარიმო ჩააგდო. მან ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ამ მხრივ მხოლოდ ტიმ აბრომაიტისს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულას 6 მოხსნა წაამატა.
ლენოვო ტენერიფეს 18 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა, შერმადინის ყოფილ კლუბ მალაგის უნიკახას მხოლოდ 1 გამარჯვებითღა უსწრებს.
ტენერიფელები მომდევნო მატჩს 16 აპრილს ჩაატარებენ, როდესაც მე-3 პოზიციაზე მყოფი ბასკონია ესტუმრებათ.