ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩი ლივერპულსა და არსენალს (2:2) შორის გამორჩეული არა მხოლოდ სათამაშო თვალსაზრისით გამოდგა.
"ენფილზე" უჩვეულო რამ მოხდა - გვერდითმა მსაჯმა ფეხბურთელს სახეში იდაყვი გაარტყა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ლივერპულის მცველი ენდრიუ რობერტსონი გვერდით მსაჯ კონსტანტინ ჰაციდაკისთან პრეტენზიას გამოხატავდა, რაზეც ლაინსმენს უცნაური რეაქცია ჰქონდა: შოტლანდიელი ფეხბურთელი თავიდან იდაყვის გარტყმით მოიშორა. რობერტსონი მსაჯის ამ მოქმედებით გაოგნებული დარჩა. მომხდარ ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მსაჯთა კორპუსი გამოიძიებს, რომლის განცხადება უკვე გავრცელდა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა სახის სასჯელი ელოდება არბიტრს.