პარლამენტში დღეს თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივი მსჯელობა იწყება. საკითხს დეპუტატები დილიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ახალი კოდექსით, ყველა წვევამდელი მხოლოდ სამხედრო ფუნქციას შეასრულებს და თავდაცვის ძალებში იმსახურებს, ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები.