საფრანგეთის ქალაქ მარსელში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, რომლებსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, ადამიანები არიან მოყოლილები.
ამავე ცნობით, 8 მოქალაქესთან, რომელიც შენობებში იმყოფებოდა, დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მარსელის პროკურორის, დომინიკ ლორენსის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, შენობების ჩამონგრევამ ხანძარი გამოიწვია, რამაც სამაშველო სამუშაოები და გამოძიება გაართულა.