საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის დროს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ახლა ამინდი საომარია და მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა. მისივე თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა.
საფრანგეთის პრეზიდენტი რამდენიმე მთავარ პუნქტს უსვამს ხაზს, მათ შორის რუსეთის მხრიდან გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას. მისივე თქმით, ჩინეთმა უნდა გამოიტანოს დასკვნები იმ ფაქტის შედეგების შესახებ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბელარუსში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ ამას არ გააკეთებდა ბირთვული იარაღი განათავსა.