პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები მიიწვია, "ქართული ოცნების" ქალი ლიდერები არ მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიის არაევროპულ პოლიტიკურ კურსს კიდევ ერთხელ ააშკარავებს.
ოპოზიციის თქმით, თუ პრეზიდენტს დასავლეთისათვის სწორი გზავნილების მიწოდება გულწრფელად სურს, ხელისუფლებას თავად უნდა გაემიჯნოს და ის პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქციოს.