მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში პირველ ვიზიტს გეგმავს.
როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის პირველი პირი მომავალ თვეში ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, Bild-ი იუწყება, რომ ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.
ცნობისთვის, პრიზი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს მათი გმირობისთვის უნდა გადაეცეს.