„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას მმართველი პარტია აკრიტიკებს. ოცნების გუნდი აცხადებს, რომ 9 აპრილისადმი საზოგადოებაში არსებულ ემოციურ განწყობას ნაციონალური მოძრაობა ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებითვე, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას არა ქუჩის აქციები, არამედ პარლამენტში მუშაობა სჭირდება.