ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მცდელობის შესახებ, რომ მას იარაღი ნატოს წევრი თურქეთისგან შეეძინა.
ამის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად ირკვევა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, შეერთებულმა შტატებმა კარგად იცოდა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმების შესახებ.
გაჟონილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თებერვლის დასაწყისში „ვაგნერის“ წარმომადგენლები, უკრაინასა და მალიში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის პოზიციების გასაძლიერებლად, „შეხვდნენ თურქ კონტაქტებს იარაღისა და აღჭურვილობის თურქეთიდან შესაძენად“.
ანგარიშში დაზუსტებული არაა, ფლობდა თუ არა ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის მთავრობა და წარმატებული იყო თუ არა მოლაპარაკებები.