1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებისთვის პატივის მისაგებად მემორიალი ყვავილებით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ 34 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღემდე გრძელდება. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმაც.