საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იურისტისა და ადვოკატის, ლუკა შერგელაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი სიკვდილმისჯილი პატიმრის, ხოსე ხორდილოკოს, ცხოვრება და მისი ყოფა სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე. წიგნი - „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი ღამე“ ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ნაწარმოებია, რომელიც ინექციის მეშვეობით სიკვდილით დასჯას შეეხება. წიგნის პრეზენტაციას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, იურისტები, ადვოკატები და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.