რუსმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს რეგიონში 20-მდე დასახლება დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
მალაშკოს თქმითვე, მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში განადგურდა ან დაზიანდა რამდენიმე ათეული ობიექტი, მათ შორის ბინები, სახლები და კომერციული შენობები.