საქართველოს პარლამენტის შენობასთან 17 საათზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. შეკრების სლოგანი „ერთად ევროპაში“ იქნება. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, მსვლელობით შეუერთდება. პარლამენტის წინ მისვლას პოლიტიკური პარტიების ნაწილიც აპირებს, თუმცა მეორე ნაწილისთვის შეკრების შინაარსი გაუგებარია. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თანამოაზრეებს სხვადასხვა რეგიონიდან ელოდება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცახდებით, ქვეყნის ევროპული სწრაფვა ახლა საფრთხის წინაშეა, აქციაზე კი საზოგადოების სურვილი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება. შეკრებილები ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებასაც მოითხოვენ.