სოლოლაკის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მცხოვრები ადამიანები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებს უკვე დიდი ხანია აქვთ და რომლის მოგვარებასაც, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, უშედეგოდ ითხოვენ. ძეგლების მოვლის საჭიროებაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც.