მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება. მისი მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან. როგორც ცნობილია, აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები. ადგილზე იქნება მხოლოდ მუსიკალური პროტესტი მსახიობებისა და მომღერლების მონაწილეობით. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლა იქ შენობის ეზოს ღობავენ. ოპოზიცია ტერიტორიის შემოღობვას იქ დაგეგმილ აქციებს უკავშირებს.