ჩვენს მიწაზე ოკუპანტის არანაირ კვალს არ დავტოვებთ და ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩერნიგოვის ოლქში რუსული აგრესიის შედეგებია ასახული.
„ჩერნიჰივის ოლქი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსი დამპყრობლების აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა. საჰაერო დაბომბვა, სამოქალაქო შენობების საარტილერიო დაბომბვა, წამება და შიში დიდხანს დარჩება ნაიარევად ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში. ჩვენს მიწაზე ოკუპანტის არანაირ კვალს არ დავტოვებთ და ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ“,- წერს ზელენსკი.