31-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა. მასშტაბურ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.