რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წარედგინა. დაკავებული ჟურნალისტი 32 წლის ევან გერშკოვიჩია და ის The Wall Street Journal-ში მუშაობდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობისთვის იმყოფებოდა. ის 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.