რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ვორონეჟში, თვითმფრინავების დამამზადებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა. მედიის ინფორმაციით, რუსები თვითმფრინავების ამ ქარხანას უკრაინაში ავიაიერიშებისთვის იყენებენ. ვორონეჟი უკრაინის საზღვართან 300 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.